151560

მკურნალობის პროტოკოლი.

ანტაგონისტის პროტოკოლი

ამ პროტოკოლის მიხედვით, საკვერცხის მასტიმულირებელი პრეპარატების მიღებას პაციენტი ოვულაციური ციკლის მეორე მესამე დღეს იწყებს. ამ შემთხვევაში ოვულაციის ჩამხშობი პრეპარატები არ გამოიყენება. საკვერცხის მასტიმულირებელი პრეპატრატების მიღების დაწყებიდან მეოთხე მეხუთე დღეს, როდესაც ფოლიკულები 13-14 დიამეტრზე არიან, ფოლიკულების გამოჩეკვის შემაჩერებელი პრეპატრატები გამოიყენება HCG(ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი) ინექციის გაკეთებამდე.

ლუთეინური მოკლე პროტოკოლი

ამ პროტოკოლის მიხედვით, პაციენტი იწყებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას ციკლის მესამე დღიდან. კონტრაცეპტივის მიღების 16 დღეს ჩამხშობი მედიკამენტის ერთი დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა. კონტრაცეპტივების მიღების დამთავრებიდან მეექვსე დღეს (პაციენტს ციკლის მესამე დღეს), საკვერცხეების მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება იწყება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციამდე. ეს პროტოკოლი რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის ვისაც კვერცხუჯრედების კარგი რაოდენობა გააჩნიათ.

ლუთეინური მოკლე პროტოკოლი

ამ პროტოკოლის მიხედვით კონტრაცეპტივების მიღების დამთავრების მესამე დღიდან პაციენტი იწყებს წყალნარევი ჩამხშობი პრეპარატების მიღებას (ეს პაციენტის ოვულაციის ციკლის პირველ დღედ მიიჩნევა.). ჩამხშობი მედიკამენტების მიღების დაწყების მეორე დღიდან იწყება საკვერცხეების მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექციამდე. ეს პროტოკოლი კვერცხუჯრედების დაბალი რაოდენობის შემთხვევაში გამოიყენება.

.