ბათუმის შესახებ

ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ის აჭარის ცენტრია, რომელიც თავის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარე ავტონომიური რესპუბლიკაა. ბათუმი ხშირად საქართველოს მეორე დედაქალაქად მოიაზრება. მისი მოსახლეობა დაახლოებით 210,000-ს შეეადგენს დაზაფხულის ტურისტულ სეზონზე 750,000-მდე ადის.

ბათუმი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი და კომერციული ცენტრია. ტრანსკავკასიური რკინიგზა და ბაქოს ნავთობსადენი ამ ქალაქში მთავრდება. სარფის საზღვარი თურქეთსა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან აკავშრებს ბათუმის მახლობლად მდებარეობს.

ბათუმი სუბტროპიკულ რეგიონში მდებარეობს, და მდიდარია ციტრუსით და ჩაით. ტემპერატურა ზამთარში 6-8 °C და ზაფხულში 22-23 °C არის. ამ ქალაქის ინდუსტრია შედგება გემთმშენებლობის, საჭმლის გადამუშავების და სინათლის წარმოებისაგან. მისი ძირითადი ეკონომიკა ტურიზმზეა დაყრდნობილი.

ბათუმში ჩასვლა:

ბათუმში ჩასვლა ძალიან მარტივია, და ბევრი გზა არსებობს. თურქეთის ავიახაზებს სტამბულიდან ოველ დღე და ანკარადან ყოველ მეორე დრეს აქვს ბათუმში ფრენა. ასევე ბათუმიდან თურქეთის თითქმის ყველა ქალაქში მიდის ავტობუსები. ასევე ბათუმში წასვლა საკუთარი მანქანითაც არის შესაძლებელი.

საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ბოლო ხელშეკრულების მიხედვით, ორივე ქვეყანამ უარი თქვა ვიზებსა და პასპორტებით მიმოსვლაზე. საქართველოსა და თურქეთის მოალაქეებს, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ ამ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა.