151560

კვერცხუჯრედის დონაცია

კვერცხუჯრედის დონაცია:

მამაკაცის რეპროდუქციული უჯრედების წარმოება ხდება სათესლე ჯირკვლებში, ხოლო ქალის რეპროდუქციული უჯრედების - საკვერცხეებში. იმისათვის, რომ ხელოვნური განაყოფიერება (IVF) წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა მამრობითი და მდედრობითი რეპროდუქციული უჯრედების საკმარისი რაოდენობა. ასევე, ქალს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი საშვილოსნო. თუ ქალი ვერ გამოიმუშავებს ჯანმრთელი კვერცხუჯრედების საკმარის რაოდენობას, განაყოფიერება ვერ განხორციელდება. მსგავს შემთხვევაში წყვილმა უნდა მიმართოს კვერცხუჯრედის დონაციას. კვერცხუჯრედის დონაცია ძირითადად შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:

⊕ როდესაც საკვერცხეები ამოჭრილია ისეთი დაავადების მკურნალობის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, კიბო

⊕ ნაადრევი მენოპაუზა

⊕ როდესაც კვერცხუჯრედებს ან საკვერცხეებს რაიმე სახის ანომალია აღენიშნება

⊕ მუცლის მოშლის რამდენიმე შემთხვევა

⊕ კვერცხუჯრედების არასაკმარისი რეზერვი

.