151560

სპერმის დონაცია

სპერმის დონაცია:

მამაკაცის რეპროდუქციული უჯრედების წარმოება ხდება სათესლე ჯირკვლებში, ხოლო ქალის რეპროდუქციული უჯრედების - საკვერცხეებში. იმისათვის, რომ ხელოვნური განაყოფიერება (IVF) წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა მამრობითი და მდედრობითი რეპროდუქციული უჯრედების საკმარისი რაოდენობა. ასევე, ქალს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი საშვილოსნო. თუ მამაკაცი ვერ გამოიმუშავებს ჯანმრთელი სპერმის საკმარის რაოდენობას, განაყოფიერება ვერ განხორციელდება. მსგავს შემთხვევაში წყილმა უნდა მიმართოს სპერმის დონაციას. სპერმის დონაცია ძირითადად შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება:

⊕ როდესაც სათესლე ჯირკვლები მოკვეთილია ისეთი დაავადების მკურნალობის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, სათესლე ჯირკვლების კიბო

როდესაც სპერმაში აღინიშნება მორფოლოგიური ანომალია

⊕ როდესაც ადგილი აქვს ქრომოსომულ ანომალიას

.