151560

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF და ICSI)

მედინიცინის სფეროში ეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი შეიმუშავა და პრაქტიკაში გამოიყენა ფიზიოლოგმა რობერტ ჯ. ედვარდსმა 1978 წელს. 2010 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთის. ხელოვნური განაყოფიერება (IVF) წარმოადგენს მკურნალობის უსაფრთხო და ადვილად ხელმისაწვდომ მეთოდს იმ წყვილებისათვის, რომლებიც ბუნებრივი გზით ვერ ახერხებენ ჩასახვას. მკურნალობის დროს გამოიყენება წყვილების რეპროდუქციული უჯრედები. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონ ბავშვზე მეტია დაბადებული ხელოვნური განაყოფიერების შედეგად.