ემბრიონი და ბლასტოცისტი

ემბრიონისა და ბლასტოცისტის კულტურა:

კვერცხუჯრედების მოპოვებიდან 5-6 დღის შემდეგ ემბრიონი აღწევს განვითარების იმ ეტაპს, რომელსაც ბლასტოცისტი ეწოდება. ბლასტოცისტი შეადგენს ორი განსხვავებული უჯრედის ერთნაირობას. ბლასტოცისტის გარეთა კედელზე განლაგებული უჯრედები მოგვიანებით პლაცენტად იქცევიან. ცენტრში განლაგებული უჯრედების ჯგუფისგან- შიდა უჯრედების მასისგან კი ჩანასახი წარმოიქმნება.

დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ემბრიონის გადატანა უნდა მოხდეს კვერცხუჯრედების მოპოვებიდან 3-5 დღის შუალედში. თუ პაციენტს აქვს პირველი ხარისხის მინიმუმ ოთხი ემბრიონი, მაშინ შეყვანა მეხუთე დღესაც დასაშვებია. ყველა ფაქტორს, მათ შორის გენეტიკისა და იმ ფარემოს გათვალისწინებით, რომელშიც კულტურა იზრდება, შანსი იმისა, რომ ემბრიონი მიაღწევს ბლასტოცისტის სტადიას, 40-50 პროცენტია.